თანხმობა, პერსონალური მონაცემების მომსახურების გაწევის მიზნით დამუშავებაზე

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებს, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, გთხოვთ, დატოვოთ ვებგვერდი.

 

ვებგვერდზე სტუმრობით ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით, ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით მითითებულ ყველა დანაწესს.
ვებგვერდზე მითითებული ინფორმაცია, უმეტეს შემთხვევაში, განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ფინანსურ ბაზარზე მომსახურების მიღებით. 

 

ვებგვერდის სტუმრობისას, თქვენ მიერ დატოვებული ნებისმიერი "ელექტრონული ნაკვალევი", შესაძლოა გამოყენებულ იქნას ტექნიკური ოპერაციების განსახორციელებლად, სტატისტიკის საწარმოებლად ან საიტის ხარისხის გასაუმჯობესებლად. 

 

მისო მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს საჭიროებიდან გამომდინარე, იმ მოცულობით, რაც საჭიროა ეფექტური მომსახურების გასაწევად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

"მიკრო ბიზნეს კაპიტალი" უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებულ კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ვებგვერდზე პირადი მონაცემების მითითებით მომხმარებელი უფლებას აძლევს "მიკრო ბიზნეს კაპიტალს", მომსახურების გაწევის მიზნებისათვის, დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები.

 

მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლის, მიზნის, მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, მოითხოვოს მონაცემთა გაცნობა/ასლის მიღება, მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, პროცესის შეზღუდვა, დამუშავების შეწყვეტა და მონაცემების გადატანა. 

 

ზემოაღნიშნული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით, მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა იხილეთ ბმულზე: https://mbc.com.ge/modules/contract_pdf/uploads/24.pdf